ახალი ამბები

გორს ორი ახალი ავტობუსი მოემსახურება

გორს 10 იანვრიდან ორ ახალი ავტობუსი მოემსახურება. ინფორმაციას გორის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს.

სააგენტოს ხელმძღვანელმა ზურაბ ჯირკველიშვილმა აღნიშნა, რომ ახალი ავტობუსები ქალაქის მასშტაბით არსებულ მარშრუტებს დაემატება, რაც მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს სატრანსპორტო მომსახურებას.

“თანამედროვე სტანდარტებით აღჭურვილი ავტობუსები 47 მგზავრზეა გათვლილი და ადაპტირებულია შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებისთვის”, – ნათქვამია მერიის მიერ გამოქვეყნებულ ინფორმაციაში.

ინფორმაციისთვის, ახალი ავტობუსები რეგიონებს საქართველოს პრემიერ-მინისტრის გადაწყვეტილებით გადაეცათ. „ისუზუს“ ფირმის სატრანსპორტო საშუალებები ქვეყნის 38 მუნიციპალიტეტში გადანაწილდება.

დატოვეთ კომენტარი

ავტორის შესახებ

ანა ჯიოშვილი

ანა ჯიოშვილი არის "მოზაიკას" ჟურნალისტი 2018 წლიდან.