ახალი ამბები

რუისთან მომხდარი ავარიის დროს დაშავებული ქალი გარდაიცვალა

ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ რუისთან მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევის დროს დაშავებული შუა ხნის ქალი გარდაიცვალა.

“მოზაიკას”ინფორმაციით, ქალის მდგომარეობა მძიმე იყო და მკურნალობის კურსს ხაშურის “ევექსის” კლინიკაში გადიოდა.

ინფორმაციისთვის, 5 იანვარს ავარია მოხდა. ერთმანეთს სატვირთო ავტომობილი და მიკროავტობუსი შეეჯახნენ. 

ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად, მძღოლი ადგილზე გარდაიცვალა. 

დატოვეთ კომენტარი