ახალი ამბები

რუისთან მომხდარი ავარიისას დაშავებულის მდგომარეობა მძიმეა

ავტომაგისტრალზე, სოფელ რუისთან მომხდარი ავარიის შედეგად დაშავებულები ქარელის “გორმედსა” და ხაშურის “ევექსში” მოათავსეს.

დაშავებული 4 მგზავრიდან, როგორც ექიმები ამბობენ, ერთ-ერთი შუახნის ასაკის ქალის მდგომარეობა მძიმეა. ის ხაშურის კლინიკაშია მოთავსებული და შესაბამისი სამედიცინო მანიპულაციები უტარდება. ყველა მათგანი იმ მიკროავტობუსის მგზავრია, რომელსაც უკნიდან ტრაილერი დაეჯახა.

ამის შემდეგ, მიკროავტობუსი, რომელიც მგზავრებით იყო სავსე, გაჩერებულ სატვირთოს შეასკდა. მძღოლი ადგილზე დაიღუპა.

შემთხვევის ადგილი – მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-6 ნაწილით მიმდინარეობს.
დატოვეთ კომენტარი