ახალი ამბები

გორში ხე-ტყის უკანონოდ მოპოვების ბრალდებით 6 პირი დააკავეს

ხე-ტყის  უკანონოდ მოპოვების ბრალდებით გორში 6 პირი დააკავეს. ინფორმაციას “მთავარი არხი” ავრცელებს.

ტელევიზიის ცნობით, ექვსივე მათგანი გამთენიისას დააკავეს.

ფაქტს შინაგან საქმეთა სამინისტრო ადასტურებს. უწყების ცნობით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 303-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს, რაც ხე – ტყის უკანონო გაჩეხვას გულისხმობს.

დატოვეთ კომენტარი