ახალი ამბები

გორთან ავარია მოხდა

გორის გვირაბთან ავარია მოხდა.

თვითმხილველის ინფორმაციით, ერთმანეთს ორი მსუბუქი ავტომანქანა შეეჯახა.

“ორი მანქანა შეეჯახა ერთმანეთს. ერთი ადამიანი დაშავდა, როგორც ვიცი, მსუბუქად”, – უთხრეს ”მოზაიკას”.

დაშავებულის დასახმარებლად ადგილზე სასწრაფო სამედიცინო დახმარების ჯგუფი გამოიძახეს.

მომხდარს პოლიცია იძიებს.

დატოვეთ კომენტარი