ახალი ამბები

ძაღლს, რომელმაც ხაშურში ორი ადამიანი დაკბინა, გორის თავშესაფარში დააკვირდებიან

ძაღლი დაჭერილია და გადმოგვყავს სააგენტოში დაკვირვებაზე, – განაცხადა ა(ა)იპ მიუსაფარი შინაური ცხოველების მართვის შიდა ქართლის ინტერმუნიციპალური სააგენტოს ხელმძღვანელმა.

“დღეს ბაზრის ადმინისტრაციამ ცხელ ხაზზე მოგვმართა და ინფორმაცია მოგვაწოდა დაკბენის შემთხვევაზე. ძაღლი დაჭერილია და გადმოგვყავს სააგენტოში დაკვირვებაზე. დეტალურად არ ვიცი, მაგრამ როგორც მითხრეს, დაუბირკავი ძაღლია”, – აცხადებს სააგენტოს ხელმძღვანელი.

გიუნაშვილის თქმით, სააგენტოს ცხოველებისთვის მხოლოდ სტერილიზაცია კასტრაცია და ცოფზე დამუშავება ევალება.

“მიუსაფარი ძაღლების პრობლემა მთელ საქართველოშია, ეს ზუსტად იმ უპასუხისმგებლო მოსახლობის ბრალია, რომლებიც ასე უპატრონოდ ქუჩაში აგდებენ ცხოველს. ჩვენ ველოდებით პარლამენტის შესაბამის კანონმდებლობას, რომ მოხდეს ერთიანი აღრიცხვის წარმოება, პატრონიანი ძაღლების დაჩიპვა და გამოგდებაზე სანქცირება”, – აღნიშნა გიუნაშვილმა.

ინფორმაციისთვის, 19 დეკემბერს ხაშურში მიუსაფარმა ძაღლმა ორი ადამიანი დაგლიჯა. როგორც ცნობილია, ორივე დაშავებულის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.

დატოვეთ კომენტარი

ავტორის შესახებ

ანა ჯიოშვილი

ანა ჯიოშვილი არის "მოზაიკას" ჟურნალისტი 2018 წლიდან.