ახალი ამბები

გორის მერმა შვებულებით აპრილში, მაისში, ოქტომბერსა და ნოემბერში ისარგებლა

გორის მუნიციპალიტეტის მერმა ვლადიმერ ხინჩეგაშვილმა 2023 წელს შვებულებით 3-ჯერ ისარგებლა. მერიის მიერ მოწოდებული ინფორმაციის მიხედვით, მერმა შვებულებაში სულ 27 კალენდარული დღე გაატარა.

დოკუმენტით ირკვევა, რომ ხინჩეგაშვილმა ერთი წლის განმავლობაში ორჯერ ანაზღაურებადი შვებულებით ისარგებლა, ერთხელ კი ანაზღაურების გარეშე შვებულებით.

  • 2023 წლის 18 აპრილიდან 04 მაისის ჩათვლით (ანაზღაურების გარეშე შვებულება);
  • 2023 წლის 19 ოქტომბრიდან 27 ოქტომბრის ჩათვლით (ანაზღაურებადი შვებულება);
  • 2023 წლის 13 ნოემბერს (ანაზღაურებადი შვებულება).

აღსანიშნავია, რომ ბოლო ანაზღაურებადი შვებულება ხინჩეგაშვილის რუსეთში ყოფნის პერიოდს ემთხვევაში – შეგახსენებთ, რომ 11 ნოემბერს გორის მერი რუსეთში წავიდა, 13 ნოემბერს შვებულებით ისარგებლა და სამსახურში 14 ნოემბერს დაბრუნდა.

ინფორმაციისთვის, სახელმწიფო სამსახურში დასაქმებულ პირზე ვრცელდება  საქართველოს კანონი საჯარო სამსახურის შესახებ, რომლის მიხედვით, მერს შეუძლია შვებლებით 30 კალენდარული დღე ისარგებლოს.

დატოვეთ კომენტარი

ავტორის შესახებ

ანა ჯიოშვილი

ანა ჯიოშვილი არის "მოზაიკას" ჟურნალისტი 2018 წლიდან.