ახალი ამბები

გორში საბავშვო ბაღის თანამშრომლებს ხელფასი 100 ლარით გაეზრდებათ 

გორის მუნიციპალიტეტის საბავშვო ბაღის თანამშრომლებს ხელფასი 100 ლარით, ხოლო სკოლამდელი აღზრდის სააგენტოში დასაქმებულ პირების ხელფასი 10%-ით გაიზრდება. 

“საბავშვო ბაღის თითოეულ თანამშრომელს ხელფასი 100 ლარით გაეზრდება, ხოლო თვითონ საბავშვო ბაღის სააგენტოს ადმინისტრაციაში ჩვეულებრივ, 10%-იანი ზრდა იქნება”, – განაცხადა გორის მუნიციპალიტეტის საფინანსო საბიუჯეტო სამსახურის ხელმძღვანელმა, დალი ტლაშაძემ. 

საერთო ჯამში, მომავალ წელს ა(ა)იპ გორის მუნიციპალიტეტის სკოლამდელი აღზრდის სააგენტოს დაფინანსება 13 715 000 ლარი იქნება. 2024 წლის ფინანსურ დოკუმენტზე გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს კომისიების გაერთიანებულ სხდომაზე იმსჯელეს. 

დატოვეთ კომენტარი

ავტორის შესახებ

ხატია მუმლაძე

ხატია მუმლაძე არის "მოზაიკას" ჟურნალისტი 2018 წლიდან.