ახალი ამბები

ქარელის მერიის ქონების მართვის განყოფილების უფროსად სოსო გოდელაძე დაინიშნა

ქარელის მუნიციპალიტეტის მერიის ეკონომიკური განვითარების სამსახურის ქონების მართვის განყოფილების უფროსად იოსებ გოდელაძე დაინიშნა. 

“ეკონომიკის სამსახურს ემატება ახალი განყოფილება, ქონების მართვის განყოფილება. შესაბამისად ხდება ერთი კადრის დამატება, რომელიც იქნება განყოფილების უფროსი”, – აღნიშნა ინგა ეკალაძემ, ქარელის მერიის იურიდიული სამსახურის უფროსმა. 

მერიის ცნობით, ახალი განყოფილების უფროსად იოსებ გოდელაძე კონკურსის წესით შეარჩიეს.

ინფორმაციისთვის, გოდელაძე მანამდე ამავე სამსახურში, უფროს სპეციალისტად მუშაობდა. 

დატოვეთ კომენტარი

ავტორის შესახებ

ლანდა ბირთველიშვილი

ლანდა ბირთველიშვილი არის "მოზაიკას" ჟურნალისტი