ახალი ამბები

აგარაში საჯარო სკოლის რეაბილიტაცია იანვარში დაიწყება 

ქარელის მუნიციპალიტეტის დაბა აგარაში მდებარე საჯარო სკოლის რეაბილიტაცია იანვრის ბოლოს დაიწყება, – უთხრა “მოზაიკას” ქარელის საგანმანათლებლო რესურსცენტრის უფროსმა.

გიორგი კობახიძის თქმით, რეაბილიტაციის დაწყებამდე სკოლის მოსწავლეები საღოლაშენის და დირბის საჯარო სკოლებშიი გადანაწილდებიან.

“რამდენადაც ჩვენთვის ცნობილია, სატენდერო პროცედურები დასრულდა. სკოლის რეაბილიტაცია დაახლოებით იანვრის ბოლოს დაიწყება. აგარის საჯარო სკოლის 719 მოსწავლე სწავლას საღოლაშენის და დირბის საჯარო სკოლებში გააგრძელებს, მეორე ცვლაში”, – გვითხრა გიორგი კობახიძემ.

სკოლაში სარეაბილიტაციო სამუშაოები პროექტის „ინოვაციები, ინკლუზიური განათლება და ხარისხი“ ფარგლებში განხორციელდება, სამუშაოებისთვის 7 425 125 ლარია გათვალისწინებული. სატენდერო პირობების მიხედვით, რეაბილიტაცია სამუშაოების დაწყებიდან 15 თვეში უნდა დასრულდეს.

დატოვეთ კომენტარი

ავტორის შესახებ

ლანდა ბირთველიშვილი

ლანდა ბირთველიშვილი არის "მოზაიკას" ჟურნალისტი