ახალი ამბები

ხაშურში, ბეტონის საფარიანი სკვერის მოწყობისთვის 1 234 777 ლარი იხარჯება

ხაშურში, ტაბიძის ქუჩაზე მდებარე სკვერის რეაბილიტაცი გრძელდება. 

მიმდინარე სამუშაოების ფოტოები ხაშურის მერიამ გაავრცელა. თანდართულ ტექსტში აღნიშნულია, რომ სკვერის რეაბილიტაციისთვის 1 234 777 ლარი იხარჯება. 

“პროექტს ადგილობრივი მუნიციპალიტეტი და რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდი ერთობლივად აფინანსებს. მისი ღირებულება 1 234 777 ლარს შეადგენს”.

უწყების მიერ გავრცელებულ ფოტოებზე ჩანს, რომ რეაბილიტაციის დასრულების შემდეგ, ქალაქში კიდევ ერთი,  ბეტონის საფარიანი სკვერი იქნება. 

ტაბიძის ქუჩის პარკი ქალაქის ცენტრში მდებარეობს და განსაკუთრებით, ახალგაზრდების საყვარელი ადგილია, ამიტომ სივრცის გალამაზება და კომფორტულად მოწყობა ძალიან მნიშვნელოვანია”, – წერს მერია. 

ადგილობრივი ხელისუფლების ცნობით, ტერიტორიაზე დამონტაჟდება დასასვენებელი სკამები, მოეწყობა ღობე და რეკონსტრუქცია ჩაუტარდება ცენტრალური შემოსასვლელს.

როგორც სტანდარტებს შეეფერება, საბავშვო ატრაქციონების კუთხეს კაუჩუკის მინდორი ექნება“, – ნათქვამია მერიის განცხადებაში. 

დატოვეთ კომენტარი