ახალი ამბები

31 ოქტომბერს ხაშურის მერი საზოგადოებას ერთწლიანი მუშაობის ანგარიშს წარუდგენს 

31 ოქტომბერს ხაშურის მუნიციპალიტეტის მერი და საკრებულოს თავმჯდომარე საზოგადოებას მუშაობის ერთი წლის შეჯამებას წარუდგენენ. 

ანგარიშის წარდგენა დაგეგმილია ხაშურის სამუსიკო სკოლის დარბაზში. 

თენგიზ ჩიტიაშვილისა და ნინო ლიპარტელიანის საანგარიშო მოხსენება მიმდინარე წელს გაწეული საქმიანობას შეეხება. 

ანგარიშის წარდგენა 16:00 საათზე დაიწყება. დასწრება თავისუფალია. 

დატოვეთ კომენტარი

ავტორის შესახებ

ხატია მუმლაძე

ხატია მუმლაძე არის "მოზაიკას" ჟურნალისტი 2018 წლიდან.