ახალი ამბები

ქარელის შესასვლელში ჰაბიბი მამადოღლისა და ვაჟა მარგველაშვილის ბანერები განთავსდა

ქარელის შესასვლელში მსოფლიო და ევროპის ჩემპიონების ჰაბიბი მამადოღლისა და ვაჟა მარგველაშვილის ბანერები დადგეს. 

როგორც “მოზაიკას” ქარელის კულტურისა და სპორტის სამსახურის უფროსმა ვახტანგ თურქაძემ უთხრა, ბანერები აღნიშნულმა ა(ა)იპ-მა ერთ-ერთ კომპანიას დაამზადებინა. 

“ტენდერით შევარჩიეთ კომპანია და ბანერები განთავსდა ქალაქის შემოსასვლელში ჩვენი მსოფლიო ჩემპიონების საპატივსაცემად”, – განმარტა თურქაძემ. 

ორივე ბანერში ადგილობრივი ბიუჯეტიდან 1200 ლარი დაიხარჯა. 

დატოვეთ კომენტარი

ავტორის შესახებ

ლანდა ბირთველიშვილი

ლანდა ბირთველიშვილი არის "მოზაიკას" ჟურნალისტი