ახალი ამბები

გორის მუნიციპალიტეტის ერთ-ერთ სკოლაში მოსწავლემ მუქარის წერილი მიიღო – დაიწყო გამოძიება

პოლიცია ცდილობს დაადგინოს, ვინ გაუგზავნა მუქარის შემცველი წერილი 10 წლის გოგანას. შემთხვევა გორის მუნიციპალიტეტში, საოკუპაციო ხაზთან მდებარე ერთ-ერთ სოფელში მოხდა.

წერილი მეხუთეკლასელს საკლასო ოთახში, მერხზე დახვდა. არსებული ინფორმაციით, წერილში მას თანხას სთხოვდნენ, წინააღმდეგ შემთხვევაში კი ოჯახის წევრების სიცოცხლის ხელყოფით ემუქრებოდნენ.

“წერილი დახვდა მეხუთეკლასელ ბავშვს მერხთან. წერილით სთხოვდნენ ფულს და წერილი შეიცავდა მუქარასაც. სკოლას ჰქონდა სათანადო რეაგირება, მიმართა პოლიციას და ამჯერად მიმდინარეობს გამოძიება. ხელნაწერი იყო, შესაბამისად, არ გაუჭირდება გამოძიებას დადგენა”, – ამბობს რესურსცენტრის უფროსი, ნანა ტერმაკოზაშვილი.

ფაქტზე გამოძიება სსკ-ის 151-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც მუქარას გულისხმობს. 

დატოვეთ კომენტარი

ავტორის შესახებ

ხატია მუმლაძე

ხატია მუმლაძე არის "მოზაიკას" ჟურნალისტი 2018 წლიდან.