ახალი ამბები

ხაშურელ პედაგოგს, მანანა აბაზაძეს დამსახურებული მასწავლებლის სტატუსი მიენიჭა 

ა(ა)იპ საქართველოს საპატრიარქოს დიმიტრი ყიფიანის სახელობის სკოლა პანსიონის მასწავლებელს, რესურსცენტრის პედაგოგს, ქალბატონ მანანა აბაზაძეს საქართველოს დამსახურებული მასწავლებლის სტატუსი მიენიჭა. 

ხაშურის საგანმანათლებლო რესურცენტრის ინფორმაციით, პედაგოგს დამსახურებული მასწავლებლის სიგელი და სამკერდე ნიშანი რესურსცენტრის უფროსმა ზვიად გოგუაძემ გადასცა.

“ქალბატონი მანანა არა მხოლოდ სკოლის პედაგოგი, არამედ განათლების სისტემაში აღიარებული პროფესიონალია, რომელიც ასევე, წამყვან თანამდებობას იკავებს საგანმანათლებლო რესურცენტრში, მისი დაარსების დღიდან”, – ნათქვამია რესურცენტრის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში. 

ინფორმაციისთვის, დამსახურებული მასწავლებლის ჯილდოს გასცემს სსიპ მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი.

დატოვეთ კომენტარი