ახალი ამბები

მეღვრეკისში საბავშვო ბაღის შენობა გაიხსნა 

გორის მუნიციპალიტეტის სოფელ მეღვრეკისში, საოკუპაციო ხაზთან, საბავშვო ბაღი გაიხსნა. ამ დრომდე სოფელში საბავშვო ბაღი არ არსებობდა.

მეღვრეკისის ბაღი ერგნეთში მცხოვრებ პატარებსაც მოემსახურება. ახალი შენობა ორსართულიანია და ყველა თანამედროვე სტანდარტს აკმაყოფილებს.

მეღვრეკისის საბავშვო ბაღი აღჭურვილია ახალი ინვენტარით, მოწყობილია ეზო ატრაქციონებითა და ფანჩატურებით. საბავშვო ბაღი 3 ჯგუფზეა გათვლილი. ამ ეტაპზე ბაღში 70 – მდე აღსაზრდელი ირიცხება.

ბაღის შენობა მუნიციპალური განვითარების ფონდის მიერ აშენდა.

დატოვეთ კომენტარი

ავტორის შესახებ

ხატია მუმლაძე

ხატია მუმლაძე არის "მოზაიკას" ჟურნალისტი 2018 წლიდან.