ახალი ამბები

ავარია გორში – დაჯარიმდა ალკოჰოლური თრობის ქვეშ მყოფი მძღოლი 

გორში, იუსტიციის სახლის მოპირდაპირე მხარს, ერთმანეთს ორი ავტომობილი შეეჯახა. 

როგორც ირკვევა ერთ-ერთი მძღოლი საჭეს ნასვამ მდგომარეობაში მართავდა. ადგილზე საპატრულო პოლიცია და სასწრაფო სამედიცინო ბრიგადები იმყოფებოდნენ. 

შსს-ს ცნობით, ავტოსაგზაო შემთხვევაში მონაწილე ერთ-ერთი მძღოლი დაჯარიმდა ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა 116-ე მუხლით, რაც გულისხმობს სატრანსპორტო საშუალების ალკოჰოლური სიმთვრალის მდგომარეობაში მართვას და სატრანსპორტო საშუალების მართვასთან დაკავშირებული სხვა, ცალკეული ადმინისტრაციული სამართალდარღვევებს. 

დატოვეთ კომენტარი

ავტორის შესახებ

ხატია მუმლაძე

ხატია მუმლაძე არის "მოზაიკას" ჟურნალისტი 2018 წლიდან.