ახალი ამბები

“კოალიციური მუშაობა ახალგაზრდებს მეტად გააძლიერებს” – ტრენინგი ორგანიზაციებისთვის

კოალიციური მუშაობა ერთ-ერთია, რაც ახალგაზრდულ ორგანიზაციებს გააძლიერებს, – ამბობს საზოგადოება “ბილიკის” ხელმძღვანელი მარიკა მღებრიშვილი. 

სწორედ ამ იდეით, “ბილიკის” ორგანიზებით, ახალგაზრდებისთვის ორ-დღიანი ტრენინგი ჩატარდა, სადაც მონაწილეებმა ერთმანეთს საკუთარი შესაძლებლობები, გამოწვევები, მიზნები და ხედვები გაუზიარეს. 

“ახალგაზრდებთან მუშაობა ერთ-ერთი პრიორიტეტული მიმართულებაა. უკვე გვაქვს შემთხვევები, როდესაც ახალგაზრდებმა შექმნეს ორგანიზაციები და სერიოზულად დაიწყეს საქმიანობა. ახლა ვეხმარებით, რომ მოკავშირეები და პარტნიორები შეიძინონ”, – ამბობს მღებრიშვილი. 

პროექტის “სამოქალაქო საზოგადოების ინიციატივა” ფარგლებში ჩატარებულ ტრენინგს 10-მდე ორგანიზაციის წარმომადგენელი დაესწრო. მათი უმრავლესობა ტრენინგზე ერთმანეთს პირველად შეხვდა. ორი დღის განმავლობაში კი, მათ შორის ახალი თანამოაზრეები აღმოაჩინა და გაიცნო.

“ვფიქრობ, რომ ეს ძალიან სასიხარულოა, რადგან ისინი გაიცნობენ ერთმანეთს, ისაუბრებენ და თანამშრომლობის პერსპექტივებსაც გამოკვეთავენ, რომელიც ტრენინგის ერთ – ერთი მიზანია”.

ინფორმაციისთვის, პროექტს “სამოქალაქო საზოგადოების ინიციატივა” კონრად ადენაუერის ფონდი, პარტნიორ ორგანიზაციებთან ერთად, ევროკავშირის დაფინანსებით ახორციელებს. 


მასალა მომზადებულია განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრის (EDEC) მხარდაჭერით, ევროკავშირისა და კონრად ადენაუერის ფონდის მიერ დაფინანსებული პროექტის “სამოქალაქო საზოგადოების ინიციატივა: მდგრადი, ღია და ანგარიშვალდებული სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციები საქართველოს განვითარებისთვის” ფარგლებში. მის შინაარსზე სრულად პასუხისმგებელია mozaikanews.ge და შესაძლოა, რომ იგი არ
გამოხატავდეს ევროკავშირისა და კონრად ადენაუერის ფონდის შეხედულებებს.

პროექტს „სამოქალაქო საზოგადოების ინიციატივა“ ახორციელებს კონსორციუმი კონრად ადენაუერის ფონდის (KAS) ხელმძღვანელობით შემდეგ არასამთავრობო ორგანიზაციებთან ერთად – საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრი (CSRDG), სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტი (CSI), კონსულტაციის და ტრენინგის ცენტრი (CTC), განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრი (EDEC) და ევროპული პოლიტიკის ინსტიტუტი (IEP).

დატოვეთ კომენტარი