ახალი ამბები

გორის მერიაში შტატებს ამატებენ – რომელ სამსახურებში გაიზრდება თანამშრომელთა რაოდენობა 

გორის მუნიციპალიტეტის მერიის თანამდებობის პირთა და სხვა საჯარო მოსამსახურეთა თანამდებობრივი სარგოების ოდენობების განსაზღვრისა და გორის მუნიციპალიტეტის მერიის საშტატო ნუსხის დამტკიცების შესახებ დადგენილებაში, ცვილებების შეტანის შესახებ საკრებულომ იმსჯელა.

დადგენილების მიხედვით, ცვლილება შეეხება გორის მერიის სოციალურ და სამხედრო აღრიცხვის სამსახურებს.  როგორც ირკვევა, სოციალურ სამსახურს დაემატება 3 საშტატო ერთეული. 

შტატებისა და შესაბამისად სახელფასო სარგოების გაზრდას აკრიტიკებს ოპოზიცია. 

“სამხედრო აღრიცხვის სამსახურში ცოტა ხნის წინ გაუქმებულ შტატებს აბრუნებენ. ან გაუქმება რა იყო, ან დაბრუნება? სოციალურ სამსახურს კი ახალი ხელმძღვანელი ჰყავს, რომელმაც სავარაუდოდ წინა სამსახურიდან 4 თანამშრომლის წამოყვანა განიზრახა და შტატებსაც ამისთვის ამატებინებს. ჯერ ოთხს დაასაქმებს და მერე დანარჩენებსაც მიხედავს”, – ამბობს ენმ-ს წევრი, გორის საკრებულოში, ანი ბალიაშვილი. 

დადგენილებაში ცვილების შეტანის შემდეგ, გორის მერიის სოციალურ და ჯანდაცვის სამსახურს 4 მე-III რანგის I კატეგორიის თანამშრომელი ეყოლება. თითოელის სახელფასო სარგო კი 1331 ლარია.  

“ცვლილების შემთხვევაში, სოციალური და ჯანდაცვის სამსახურის სოციალური უზრუნველყოფის განყოფილებას დაემატება სამი III რანგის I კატეგორიის  უფროსი სპეციალისტის  საშტატო პოზიცია, ხოლო სამხედრო აღრიცხვის, გაწვევისა და მობილიზაციის სამსახურს დაემატება ერთი III რანგის I კატეგორიის  უფროსი სპეციალისტის  საშტატო პოზიცია”, – ვკითხულობთ დადგენილებაში. 

ამავე დადგენილებით ირკვევა, რომ აღნიშნული ცვლილებები გავლენას მოახდენს ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე და თვიური სახელფასო ფონდი გაიზრდება 5324 ლარით.

დატოვეთ კომენტარი

ავტორის შესახებ

ხატია მუმლაძე

ხატია მუმლაძე არის "მოზაიკას" ჟურნალისტი 2018 წლიდან.