ახალი ამბები

“ხაშურ – ქალაქობაზე” ჯგუფს “Goofy land” და ანსამბლს “ნართები” მერია 15 000 ლარს გადაუხდის

14 ოქტომბერს დიმიტრი ყიფიანის სკვერის მიმდებარედ სახალხო ღონისძიება “ხაშურ ქალაქობა” გაიმართება. ღონისძიებას მუსიკალურად “Goofy land” და ანსამბლი “ნართები” გააფორმებენ.

ხაშურის კულტურისა და სპორტის სამსახურის უფროსის, კოტე ფრუიძის ინფორმაციით, ჯგუფს “Goofy land” მერია 8 000 ლარს, ხოლო ცეკვისა და სიმღერის სახელმწიფო აკადემიურ ანსამბლს “ნართები”  7000 ლარს გადაუხდის.

ინფორმაციისთვის, სახალხო ღონისძიება “ხაშურ ქალაქობა” ადგილობრივ ხელისუფლებას 76 500 ლარი დაუჯდება.

დატოვეთ კომენტარი

ავტორის შესახებ

ლანდა ბირთველიშვილი

ლანდა ბირთველიშვილი არის "მოზაიკას" ჟურნალისტი