ახალი ამბები

“მამა ალექსანდრეს ეზოდან 3 ველოსიპედი მოპარეს” – რა მოხდა კავთისხევში 

კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ კავთისხევში სამი ველოსიპედი მოიპარეს, – ერთ-ერთი ადგილობრივის ცნობით, ველოსიპედები მამაოს ეზოდან წაიღეს. 

არსებული ინფორმაციით, შემთხვევა გუშინ მოხდა. 

“მამა ალექსანდრეს ეზოდან 3 დიდი ველოსიპედია მოპარული. შავი, მწვანე და შავი, ყვითელი ზოლებით. თუ, რაიმე საეჭვოს შენიშნავთ ან ვინმე მეორად ველოსიპედს ყიდიდეს, გთხოვთ, დაგვიკავშირდით ნომერზე: 551-11-33-53”, – წერს თამუნა ირემაშვილი. 

დატოვეთ კომენტარი

ავტორის შესახებ

ხატია მუმლაძე

ხატია მუმლაძე არის "მოზაიკას" ჟურნალისტი 2018 წლიდან.