ახალი ამბები

გორის სკოლების მოსწავლეთა თვითმმართველობებისთვის კონკურსი გამოცხადდა

გორის მუნიციპალიტეტის განვითარებისა და ტანისა და თეძმის დაცული ლანდშაფტის მართვის სააგენტო, სამოქალაქო ბიუჯეტის საინფორმაციო კამპანიის ფარგლებში აცხადებს კონკურსს ქალაქ გორის საჯარო სკოლების მოსწავლეთა თვითმმართველობებისთვის.

კონკურსის მიზანია ხელი შეუწყოს მოსწავლეთა თვითმმართველობების აქტიურ ჩართვას სასკოლო ცხოვრებაში; წაახალისოს და მოტივაცია გაუძლიეროს თვითმმართველობის წევრებს იკვლიონ მოსწავლეთა საჭიროებები და გასწიონ ეფექტური ადვოკატირების კამპანია სკოლის ადმინისტრაციასთან.

კონკურსის მონაწილე მოსწავლეთა თვითმმართველობებმა უნდა წარმოადგინონ მათი მუშაობის ერთწლიანი სამოქმედო გეგმა. საკონკურსო ნამუშევრების წარდგენა ხდება სპეციალური კითხვარის შევსების გზით: https://forms.gle/Ko193ajES6eidtxf9

მოსწავლეთა თვითმმართველობის გეგმას შეაფასებს და გამოავლენს სპეციალური ჟიური.
ყველაზე უფრო სრულყოფილი და რეალისტური გეგმის ავტორი მიიღებს 500 ლარის ოდენობის ფინანსურ ჯილდოს.

აპლიკაციების გამოგზავნის ვადა: 31 ოქტომბერი.

საკონტაქტო ინფორმაცია: გიორგი ედიშერაშვილი.
 +995 599 19 17 87
 developmentgori@gmail.com 

დატოვეთ კომენტარი

ავტორის შესახებ

ხატია მუმლაძე

ხატია მუმლაძე არის "მოზაიკას" ჟურნალისტი 2018 წლიდან.