ახალი ამბები

“გთხოვთ, ნუ დააზიანებთ ინფრასტრუქტურას” – გორის მერია მოქალაქეებს მიმართავს 

“სამწუხაროდ, ქალაქის ცენტრში დაზიანებულია საგზაო ნიშნები, გარე განათების ბოძები, დეკორატიული სკამები და ხე- მცენარეები”, – ნათქვამია გორის მუნიციპალიტეტის მერიის განცხადებაში. 

გორის მერია მოქალაქეებს მოუწოდებს, გაუფრთხილდნენ ქალაქის ინფრასტრუქტურას. 

“კიდევ ერთხელ გვიწევს შეხსენება, რომ ქალაქის ქუჩებში არსებული ინვენტარი თითოეული ჩვენგანის საკუთრებაა. ქალაქი ჩვენი საერთო სახლია და მისი მოვლა ყველა ჩვენგანის მოვალეობაა! გთხოვთ, ნუ დააზიანებთ ინვენტარს, რაც ჩვენი ქალაქის გამორჩეულ იერ-სახეს ქმნის! ერთად ვიზრუნოთ ჩვენი საცხოვრებელი გარემოს სიჯანსაღესა და სილამაზეზე!”, – ნათქვამია განცხადებაში. 

დატოვეთ კომენტარი

ავტორის შესახებ

ხატია მუმლაძე

ხატია მუმლაძე არის "მოზაიკას" ჟურნალისტი 2018 წლიდან.