ახალი ამბები

შიდა აუდიტის ანგარიშის მიხედვით, “ხაშურსერვისის” დაფინანსების ოდენობა დაუსაბუთებელია

ხაშურის მუნიციპალიტეტის მერიის შიდა აუდიტის სამსახურმა საკრებულოს 2023 წლის 9 თვის მუშაობის ანგარიში წარუდგინა. ანგარიშში მოხვდა ა(ა)იპ “ხაშურსერვისის” ფინანსური აუდიტი.

შიდა აუდიტის მოკვლევის საფუძველზე გამოვლინდა შემდეგი გარემოებები:
  • ზოგიერთ პროგრამას არ გააჩნია შეფასების ინდიკატორი,ორგანიზაციის მხრიდან არ ხდება გაზომვად ინდიკატორებზე შესაბამისი ანგარიშის მომზადება;

  • “ხაშურსერვისის” დაფინანსების ოდენობა განისაზღვრება წინა წლის მონაცემებიდან გამომდინარე და არა სათანადოდ დასაბუთებული საჭიროებების მიხედვით. აღნიშნული მიუთითებს იმაზე, რომ ა(ა)ი-პმა უნდა გადახედოს ცალკეულ პროგრამებზე შესრულებული სამუშაოების ეფექტიანობას.

ინფორმაციისთვის, 2022 წელს ა(ა) იპ “ხაშურსერვისის” ბიუჯეტი 2 მლნ 067 200 ლარი იყო.

დატოვეთ კომენტარი

ავტორის შესახებ

ლანდა ბირთველიშვილი

ლანდა ბირთველიშვილი არის "მოზაიკას" ჟურნალისტი