სტატიები

“დემოკრატია იწყება შენით” – ახალგაზრდებისთვის ესსეების კონკურსი გამოცხადდა

ახალგაზრდებისთვის ესსეების კონკურსი “დემოკრატია იწყება შენით” გამოცხადაა. კონკურსში მონაწილეობა შიდა ქართლში მცხოვრებ, 14+ ასაკის ახალგაზრდებს შეუძლიათ. 

“ნამუშევრების გამოგზავნის ბოლო ვადა 25 ოქტომბერია. გამარჯვებული გამოვლინდება ოქტომბრის ბოლოს. მას სიგელი და ფასიანი საჩუქრები გადაეცემა”, – გვითხრა  გვითხრა ლია გორელიშვილმა, შიდა ქართლის რეგიონალური ჰაბის კორდინატორმა. 

ესსეების კონკურსს სწორედ “საზოგადოება ბილიკის” მიერ შექმნილი შიდა ქართლის რეგიონული ჰაბი აცხადებს. ჰაბის ფარგლებში უკვე შექმნილია ახალგაზრდული კლუბიც, რომლის მიზანი ახალ თაობაში დემოკრატიული პრინციპების შესახებ ცნობიერების ამაღლება და სამოქალაქო აქტივიზმში მათი ჩართულობის გაზრდაა.

“ზოგადად, კლუბის მიზანიც ეს არის – ახალგაზრდებმა მეტი გაიგონ დემოკრატიაზე, თანასწორობაზე. დაგეგმილი გვაქვს ტრენინგები, ვორქშოფები, რომლის ინიციატორები სწორედ ამ კლუბის წევრები არიან.  ესეების კონკურსი მნიშვნელოვანია, რადგან ახალგაზრდები სწავლობენ ესეების თემის პრინციპებს. უღრმავდებათ ცოდნა და მეტად თავდაჯერებულები არიან. რაც მეტი პროექტები და კონკურსები იქნება, მით უკეთესია ჩვენი ქალაქისა თუ თემისთვის”, – აღნიშნა გორელიშვილმა. 

ესსეების კონკურსში მონაწილეობის მსურველებს საკუთარი ნამუშევრების გაგზავნა ელ ფოსტაზე hubsocietybiliki@gmail.com 25 სექტემბრამდე შეუძლიათ. 


მასალა მომზადებულია განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრის (EDEC) მხარდაჭერით, ევროკავშირისა და კონრად ადენაუერის ფონდის მიერ დაფინანსებული პროექტის “სამოქალაქო საზოგადოების ინიციატივა: მდგრადი, ღია და ანგარიშვალდებული სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციები საქართველოს განვითარებისთვის” ფარგლებში. მის შინაარსზე სრულად პასუხისმგებელია mozaikanews.ge და შესაძლოა, რომ იგი არ
გამოხატავდეს ევროკავშირისა და კონრად ადენაუერის ფონდის შეხედულებებს.

პროექტს „სამოქალაქო საზოგადოების ინიციატივა“ ახორციელებს კონსორციუმი კონრად ადენაუერის ფონდის (KAS) ხელმძღვანელობით შემდეგ არასამთავრობო ორგანიზაციებთან ერთად – საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრი (CSRDG), სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტი (CSI), კონსულტაციის და ტრენინგის ცენტრი (CTC), განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრი (EDEC) და ევროპული პოლიტიკის ინსტიტუტი (IEP).

დატოვეთ კომენტარი

ავტორის შესახებ

ლანდა ბირთველიშვილი

ლანდა ბირთველიშვილი არის "მოზაიკას" ჟურნალისტი