ახალი ამბები

გორში შალვა მოსიძის ვარსკვლავი გაიხსნება 

გორში შალვა მოსიძის ვარსკვლავი გაიხსნება. ვარსკვლავის გახსნა დაგეგმილია საგუნდო მუსიკის ფესტივალის ფარგლებში, რომელიც 27-30 სექტემბერს გაიმართება. 

ვარსკვლავის დასამზადებლად გორის მუნიციპალიტეტის კულტურის განვითარების ხელშეწყობის სააგენტომ 4800 ლარის ღირებულების  ხელშეკრულება გაუფორმა შპს -ს ,,ფორევერ ჯორჯია ტურ“. 

ხელშეკრულების მიხედვით, ვარკვლავზე დატანილი უნდა იყოს წარწერა: შალვა მოსიძე, 29.09.2023. 

ინფორმაციისთვის, შალვა მოსიძე არის საქართველოს სახალხო არტისტი, გორის ქალთა გუნდის დამაარსებლი და დირიჟორი. 

დატოვეთ კომენტარი