ახალი ამბები

10 მლნ ლარია გათვალისწინებული ხაშურში გზების რეაბილიტაციისთვის

ხაშურის მუნიციპალიტეტის მერიამ გზების რეაბილიტაციისთვის ბიუჯეტიდან 10 მილიონი ლარი გაითვალისწინა.

ამ ეტაპზე მერიამ ტენდერი საპროექტო სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის მომზადებაზე გამოცხადა, რისთვისაც ბიუჯეტიდან 150 000 ლარი გამოიყო.

“ამჟამად გამოცხადებულია ტენდერი გზების დაპროექტებაზე, რეაბილიტაციის პროექტები რომ მომზადდეს. შემდეგ, შესაძლებლობებიდან გამომდინარე, დაიწყება უკვე არსებული პროექტების განხორციელება. შესაძლოა, ერთ წელიწადში მოხერხდეს, შესაძლოა მეტი დრო დასჭირდეს”, – გვითხრა ხაშურის მერიის პრესსამსახურის უფროსმა ნინო სუხიაშვილმა.

დატოვეთ კომენტარი