ახალი ამბები

22 სექტემბერს კასპში მუსიკალურ საღამო გაიმართება 

მთავრობის ადმინისტრაციის ორგანიზებით, 22 სექტემბერს 19:00 საათიდან 22:00 საათამდე ქალაქი კასპი, კულტურის ცენტრის მიმდებარე ტერიტორიაზე უმასპინძლებს მუსიკალურ საღამოს, – ინფორმაციას კასპის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს. 

“მოზაიკა” გთავაზობთ დაგეგმილი ღონისძიებების ჩამონათვალს: 
  • 19:00-22:00 – ადგილობრივი მეწარმეების პროდუქციის გამოფენა-გაყიდვა;
  • თემატური ფოტოზონა, შემეცნებითი სტენდები და მოსასვენებელი სივრცეები;
  • 19:00 -22:00 – საბავშვო გასართობი და შემეცნებითი აქტივობები;
  • 19:30 – 20:30 – თითების თეატრი;
  • 19:30 – 21:00 – საპნის ბუშტის ინტერაქციული სანახაობა;
  • 19:00 – 22:00 – კერამიკის ვორკშოპი;
  • ყვავილების გვირგვინის დამზადება;
  • სახის მოხატვა;
  • მასკოტები;
  • 20:00-22:00 – საღამოს მუსიკალურად გააფორმებენ:
  • ირინა ბაირამაშვილი;
  • მირზა მოდებაძე;
  • ჯგუფი „NEW ONE”;
  • ღონისძიების წამყვანი: მიკი ჯეჯელავა.
დატოვეთ კომენტარი