ახალი ამბები

“ქალაქი უნდა ვითარდებოდეს ექსპერტული ხედვებით” – განვითარების სააგენტოს დირექტორი

“მნიშვნელოვანია ქალაქი და მუნიციპალიტეტი ვითარდებოდეს კონცეფციების, ექსპერტული ხედვების საფუძველზე”, – თქვა გორის მუნიციპალიტეტის განვითარების სააგენტოს ხელმძღვანელმა სამოქალაქო სექტორთან გამართულ შეხვედრაზე. 

გიორგი ედიშერაშვილი ფიქრობს, რომ ქალაქის განაშენიანების გენერალური გეგმის შემუშავების პროცესში ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მოქალაქეთა ჩართულობაა.

“ხშირად გენ.გეგმა წარმოუდგენიათ დოკუმენტად, რომელიც მხოლოდ მშენებლობის ნებართვას არეგულირებს. არადა, ეს დოკუმენტი ბევრად კომპლექსური და მრავალფეროვანია, მოიცავს როგორც ნებართვებს, ასევე ურბანულ, ეკონომიკურ, სოციალურ, კულტურულ კომპონენტსაც კი. ამიტომ მნიშვნელოვანია ქალაქი და მუნიციპალიტეტი ვითარდებოდეს კონცეფციების, ექსპერტული ხედვების საფუძველზე, მდგრადად და მწყობრად. ქალაქ განვითარების პროცესში აქტიურად უნდა იყვნენ ჩართული სამოქალაქო ჯგუფები”, – აღნიშნა ედიშერაშვილმა. 

“მოზაიკას” მიერ ორგანიზებულ შეხვედრაზე მან ის რეკომენდაციები და ხედვებიც მოისმინა, რომლებიც სამოქალაქო სექტორში გენ.გეგმის შემუშავებ-დამტკიცების პროცესის მიმართ არსებობს. 

ამავე თემაზე: გენ.გეგმის დამტკიცებამდე, გორის მერიას კორპუსების მშენებლობების შეჩერებას სთხოვენ

ამავე თემაზე: თავიდან უნდა ავირიდოთ ბეტონის ჯუნგლები და გორის “თბილისიზაცია” – ლექსო მერებაშვილი

ამავე თემაზე: “არც გორში ცხოვრებაა უსაფრთხო” – ქაოსური მშენებლობები შოვის ტრაგედიის ფონზე

მოსმენილი მოსაზრებების პასუხად კი, ედიშერაშვილმა აღნიშნა, რომ ამ ეტაპზე მისი სააგენტო გენ.გეგმაზე მუშაობის პროცესში ოფიციალურად ჩართული არ არის, თუმცა ამ საკითხზე მუშაობის მზაობა, სურვილი და ინტერესი არსებობს. 

“თუკი გორის მუნიციპალიტეტის განვითარეების სააგენტოს რაიმე ფორმით, ოფიციალურად ჩართული იქნება გენ. გეგმის შემუშავებაში, ჩვენი გუნდი სიამოვნებით მიიღებს ამ გამოწვევას”, – აღნიშნა ედიშერაშვილი. 

ვინ და რა ფორმით მიიღებს გენ.გეგმაზე მუშაობის პროცესში მონაწილეობას, ჯერჯერობით უცნობია. ვრცელი და ამომწურავი ინფორმაციის გავრცელებისგან ჯერჯერობით ადგილობრივი ხელისუფლება თავს იკავებს. მერი და საკრებულო ამ საკითხზე საჯარო დისკუსიებში მონაწილეობაზეც უარს ამბობენ და მხოლოდ იმას აღნიშნავენ, რომ გენ.გეგმის დამტკიცებაზე მუშაობა გრძელდება. 

დატოვეთ კომენტარი

ავტორის შესახებ

"მოზაიკას" რედაქცია

"მოზაიკამ" მედია საქმიანობა დაიწყო 2018 წლის 1-ელ იანვარს.