ახალი ამბები

3 ივლისიდან 11 სექტემბრის ჩათვლით საოკუპაციო რეჟიმმა უკანონოდ დააკავა 12 მოქალაქე 

ერგნეთში ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმების მორიგი სამუშაო შეხვედრა გაიმართება. შეხვედრის დაწყებამდე ჟურნალისტებთან ისაუბრა სახელმწიფო უსაფრთხოების ანალიტიკური დეპარტამენტის დირექტორის მოადგილემ, ირაკლი ანთაძემ. 

მისი განცხადებით, ბოლო 2 თვეში საოკუპაციო რეჟიმის მხრიდან არაერთხელ დაფიქსირდა უკანონო დაკავებებისა და ე.წ. ბორდერიზაციის შემთხვევები. 

“წინა შეხვედრიდან დღემდე დაფიქსირდა რიგი ინციდენტები საოკუპაციო ხაზის გასწვრივ, კერძოდ უკანონო დაკავებები და ე.წ. ბორდერიზაცია. 3 ივლისიდან 11 სექტემბრამდე უკანონოდ დააკავეს 12 ჩვენი თანამოქალაქე. დღეისთვის, ყველა მათგანი იმყოფება საკუთარ ოჯახში. რაც შეეხება უკანონო ბორდერიზაციას, საანგარიშო პერიოდში დაფიქსირდა 14 შემთხვევა”, – განაცხადა ანთაძემ. 

დატოვეთ კომენტარი

ავტორის შესახებ

ხატია მუმლაძე

ხატია მუმლაძე არის "მოზაიკას" ჟურნალისტი 2018 წლიდან.