ახალი ამბები

ქარელელმა მოფარიკავემ მსოფლიოს თასის გათამაშებაზე ბრინჯაოს მედალი მოიპოვა

ქარელელმა მოფარიკავემ ნინი თიბილაშვილმა მსოფლიოს თასის გათამაშებაზე ბრინჯაოს მედალი მოიპოვა. 

მსოფლიო თასის გათამაშება პარაფარიკაობაში კორეის ქალაქ ბუსანში იმართება. 

თიბილაშვილმა ჯერ თურქ მოწინააღმდეგე დაამარცხა, ანგარიშით15:6, მეოთხედფინალში კი, იტალიელი ტრიგილიასი – ანგარიშით 15:7. 

ნახევარფინალში კი ანგარიშით 7:15, ის იტალიელ ანდრეა მოგოსთან დამარცხდა და მესამე ადგილზე გავიდა. 

დატოვეთ კომენტარი