ახალი ამბები

ხაშურის მერიამ 100%-იანი გრანტის მქონე სტუდენტების წასახალისებლად 8 400 ლარი გამოყო

ხაშურის მუნიციპალიტეტის მერია 100%-იანი გრანტის მქონე სტუდენტებისთვის წამახალისებელი პრიზების გადაცემას გეგმავს.

უწყების პრესსამსახურის უფროსის ნინო სუხიაშვილის განმარტებით, ამისთვის მერიას 8 400 ლარი აქვს გამოყოფილი. 

“ახალგაზრდული პროგრამის ფარგლებში მერიას ამისთვის 8 400 ლარი აქვს გათვალისწინებული. აღნიშნული თანხა 100% გრანტის მქონე სტუდენტებზე გადანაწილდება. საჩუქრის მიღების ვადები და წესები ხაშურის მერიის ფეისბუქ გვერდზე გამოცხადდება”, – გვითხრა ნინო სუხიაშვილმა.

დატოვეთ კომენტარი

ავტორის შესახებ

ლანდა ბირთველიშვილი

ლანდა ბირთველიშვილი არის "მოზაიკას" ჟურნალისტი