ახალი ამბები

“გორის მერმა მოატყუა გარემოვაჭრეები” – ლაშა ჩხარტიშვილი 

გორელმა გარემოვაჭრეებმა საპროტესტო აქცია გამართეს საკრებულოს შენობის წინ. მათთან ერთად იმყოფებოდა ლეიბორისტული პარტიის წევრი, ლაშა ჩხარტიშვილი, რომელმაც მოვაჭრეებს სოლიდარობა გამოუცხადა და განაცხადა, რომ გორის მერმა მოვჭრეები მოატყუა და ცრუ დაპირებები მისცა. 

“გორის მერმა მოატყუა გარემოვაჭრეები იმიტომ, რომ მათ შეპირდნენ გარევაჭრობის ადგილების მოწყობას ხალხმრავალ ტერიტორიაზე, თუმცა საბოლოო ჯამში მათ ეს ადგილი არ გამოუყვეს, შემდეგ იყო განცხადებები, რომ ბაზრობებზე შეიძლება დასაქმება. მე, არ ვიცი, ბატონი ლადო არის თუ არა ფინანსურ კავშირებში ამ ყველაფერთან, მაგრამ სულ მცირე, მას იყენებენ ცენტრალური ხელისუფლების მიერ დანიშნული მოადგილეები და ჩინოვნიკები საკუთარი კორუფციული ინტერესებისათვის და ამ ადამიანების ხარჯზე ცდილობენ მეტი ფული იშოვენ საკუთარი ბაზრებით თუ სავაჭრო ობიექტებით”, – განაცხადა ლაშა ჩხარტიშვილმა. 

დატოვეთ კომენტარი