ახალი ამბები

“ნარჩენებს ღობის ძირებში ყრიან” – ბოშურში ჩივიან, რომ მოქალაქეები გარემოს აბინძურებენ 

ბოშურში ნაგვის ურნების პრობლემაზე და მოქალაქეების მიერ, გარემოს დაბინძურებაზე ჩივიან. ერთ-ერთმა ადგილობრივის, დავით დონაძის თქმით, ბოშურში ჩასული სტუმრები და ასევე ზოგიერთი ადგილობრივიც საკვების ნარჩენებს გზაზე ყრიან. 

“მოსახლეობა შეწუხებულია ქუჩებში და მიმდებარედ, სახლის ღობეებთან, საოჯახო სასტუმროების ზოგიერთი სტუმრის და თუნდაც, ზოგიერთი ადგილობრივის არასასურველი, ბუნების და გარემოს სისუფთავის საწინააღმდეგო მოქმედებებით. გადაღებულია ფოტოსურათები, რაც არასასიამოვნო ვიზუალურ ეფექტსაც აჩენს საზოგადოებაში. საუბარია ნაგავის, საჭმელების ნარჩენების იქვე, საკუთარი ან სხვისი ღობის ძირებში დაყრაზე, ვითომდა პირუტყვი ამას შეჭამსო. გაუფრთხილდით საკუთრ გარემოს. გადაიხედეთ ღობის მიღმა. სურათების დადებაზე თავს შევიკავებ”, – წერს სოციალურ ქსელში დავით დონაძე. 

ადგილობრივები ამბობენ, რომ სოფელში ნაგვის ურნების ნაკლებობაა და გარემოს დაბინძურებას ესეც ხელს უწყობს. 

რა გაუხდა მერიას, რომ დადგან ნაგვის ურნები. ამ ზაფხულს, ზემო ბოშურში ბევრჯერ შევხვდი მასეთ ფაქტს. მდინარემ დაახლოებით ერთი ვედრო დამპალი კიტრი ჩამოატარა, ამ დროს ჩემი შვილები მდინარეში ისხდნენ, და მეორე იყო ის, რომ ზემოდან მომავალმა ავტომობილმა მოსახვევში ვერ შემამჩნია და შავი პარკი, თავმოკრული გადმოაგდო ფანჯრიდან. ის პარკი შერჩა მაყვლის ბურდებს. აუცილებელია ნაგვის ურნები”, – ამბობს თამუნა საბაშვილი. 

დატოვეთ კომენტარი

ავტორის შესახებ

ხატია მუმლაძე

ხატია მუმლაძე არის "მოზაიკას" ჟურნალისტი 2018 წლიდან.