ახალი ამბები

“ხაშურში წყლის სისტემის მოწყობა ერთდროულად 5 ადგილზე მიმდინარეობს”

ხაშურში წყლის სისტემის რეაბილიტაციის სამუშაოები ერთდროულად 5 სხვადასხვა ლოკაციაზე მიმდინარეობს, –  ამის შესახებ საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის დირექტორის მოადგილემ გუგა კაკაბაძემ განაცხადა.

“ამ ეტაპზე 5 სხვადასხვა ლოკაციაზე ერთდროულად მიმდინარეობს სამუშაოები და კონტრაქტორი კომპანია ეტაპობრივად, საჭიროებიდან გამომდინარე, ახორციელებს შესაბამისი რესურსის მობილიზაციას. პროექტის ფარგლებში, დაგეგმილია წყალმომარაგების სათავე ნაგებობების გაუმჯობესება, რაც უზრუნველყოფს უკვე იმხელა რესურსის მოწოდებას, რომ მთელი ხაშურის მოსახლეობა უზრუნველყოფილი იქნება 24-საათიანი სასმელი წყლით”, – განაცხადა გუგა კაკაბაძემ.

დატოვეთ კომენტარი

ავტორის შესახებ

ლანდა ბირთველიშვილი

ლანდა ბირთველიშვილი არის "მოზაიკას" ჟურნალისტი