ახალი ამბები

აგარელი ახალგაზრდა წუხს, რომ ქარელის მერია სტუდენტების წახალისებაზე არ ფიქრობს 

აგარელი ახალგაზრდა წუხს, რომ ქარელის მერია 100%-იანი გრანტის მქონე სტუდენტების წახალისებაზე არ ფიქრობს. 

“მოგეხსენებათ, რომ მერიების ნაწილი ასაჩუქრებს რაიონის პირველკურსელ გრანტოსან მოსწავლეებს, თუნდაც მცირედით, მათ შორის – გორის მერიაც. რატომ დუმს ქარელის მერია? რაიონში განა რამდენი გრანტოსანი იქნება, ან 100%-იანი გრანტის მფლობელი თუნდაც, რაიონში განათლების მხრივ არანაირი წამახალისებელი ღონისძიება არაა”, – მოგვწერა სტუდენტებმა, რომელიც აგარაში ცხოვრობს. 

ახალგაზრდის უკმაყოფილების საპასუხოდ, “მოზაიკას” ქარელის მერიის კულტურისა და სპორტის სამსახურის უფროსმა ვახტანგ თურქაძემ უთხრა, რომ მსგავსი პროგრამა მათ შემუშავებული არ აქვთ. 

შეგახსენებთ, რომ 100%-იანი გრანტის მქონე სტუდენტებისთვის წამახალისებელი ღონისძიების შესახებ ინფორმაციები უკვე გაავრცელეს ხაშურის და გორის მერიებმა. 

დატოვეთ კომენტარი

ავტორის შესახებ

ლანდა ბირთველიშვილი

ლანდა ბირთველიშვილი არის "მოზაიკას" ჟურნალისტი