ახალი ამბები

“წყალი გვინდა” –  ვერხვების დასახლებაში 1000-მდე ოჯახს სასმელი წყალი არ მიეწოდება 

ვერხვების დასახლებაში, კორპუსებში მაცხოვრებლებს რამდენიმე დღეა სასმელი წყალი არ მიეწოდებათ. 

მათ საპროტესტო აქციაც გამართეს და გზა გადაკეტეს. ისინი ადგილობრვი ხელისფლებას რეაგირებას სთხოვენ შეასრულოს დაპირება, რომელიც ორი დღის წინ მიიღეს, რის მიხედვიტაც წყლის მიწოდება დღეიდან უნდა აღდგენილიყო. 

” 8 კორპუსია წყლის გარეშე დარჩენილი. დავიღალეთ მთელი ზაფხული, გვეუბნებიან, რომ წყალი შეზღუდულია და ვერ გამოვუშვებთო. რა გავაკეთოთ?!”.

“როცა წყალია ხოლმე, ჭები იჭედება, წყალი რომ მოვა, ხომ წარმოგიდგენიათ რა მოხდება. ხომ უნდა გაითვალისწინონ ეს ყველაფერი. არაპროფესიონალები არიან, არ ვიცით რა ხდებაო. გვატყუებენ და არ მუშაობენ. ყოველ ზაფხულს ასე ხდება”, – ამბობენ ადგილობრივები

დატოვეთ კომენტარი

ავტორის შესახებ

ხატია მუმლაძე

ხატია მუმლაძე არის "მოზაიკას" ჟურნალისტი 2018 წლიდან.