ახალი ამბები

“ვერხვების დასახლებაში წყალი ჯერჯერობით გრაფიკით ექნებათ” – კონსტანტინე თავზარაშვილი 

გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის შიდა ქართლის რეგიონული ფილიალის ხელმძღვანელი, კონსტანტინე თავზარაშვილი ამბობს, რომ გორში, ვერხვების დასახლებაში სასმელი წყლის მიწოდება უახლოეს პერიოდში აღდგება. 

მისი განმარტებით, 24 საათიან წყალმომარაგებაზე მუშაობა მალე დაიწყება. 

“ამ დასახლებაში გამოიცვალა მილი, ამიტომ გადართვის პერიოდში მოხდა პატარა ხარვეზი, რამაც გამოიწვია მოსახლეობის სამართლიანი პროტესტი, მაგრამ ამ დროისთვის ყველაფერი აღმოფხვრილია და ნახევარ საათში აღუდგებათ წყლის მიწოდება. ახლა გამოცხადდა ტენდერი, რის შემდეგაც მოხდება მთლიანი რეაბილიტაცია. ჯერჯერობით წყალი გრაფიკით ექნებათ. 24 საათიანი წყალი ექნებათ ამ ტენდერის შემდეგ. პროექტი უკვე არსებობს, დამუშავების ეტაპზეა. ვინც გააკეთებს ამ პროექტს, იგივე კომპანია შეასრულებს სამუშაოებს”, – განმარტა თავზარაშვილმა. 

დატოვეთ კომენტარი

ავტორის შესახებ

ხატია მუმლაძე

ხატია მუმლაძე არის "მოზაიკას" ჟურნალისტი 2018 წლიდან.