ახალი ამბები

გორში, ვერხვების დასახლებას წყალი ისევ არ მიეწოდება

გორში, ვერხვების დასახლებას წყალი ისევ არ მიეწოდება. ამის შესახებ სოციალურ ქსელში ერთ-ერთი ადგილობრივი წერს. 

“ვერხვებზე წყალი კიდევ არ მოდის”. 

ადგილობრივების თქმით, დასახლებას წყლის მიწოდება 3 დღის წინ შეუწყდა. პრობლემის მოგვარების მოთხოვნით, მათ საპროტესტო აქციაც მოაწყეს და საავტომობილო გზა გადაკეტეს. რის შემდეგაც, წყალმომარაგების კომპანია მათ სასმელი წყლის გრაფიკით მიწოდებას დაპირდა. 

დატოვეთ კომენტარი
ტეგები