ადამიანები ისტორიები

მანანა მჭედლიშვილი – თვითასწავლი ხელოვანი ქვიშხეთიდან

ქვიშხეთში მცხოვრებმა მანანა მჭედლიშვილმა ქარგვა დამოუკიდებლად ისწავლა და 100-მდე ნამუშევარი შექმნა. ქარგავს ძირითადად წყლისებური, ჯვარედინი და ნაფენი ტექნიკებით. მოსწონს ლენტებით ქსოვაც.

ქარგვა დავიწყე 15 წლიდან. ჟურნალებს ვყიდულობდი და იქიდან ვიღებდი სქემებს. ვქარგავ წყლისებურს, ჯვარედინს და ნაფენს, ამ მეთოდით მაქვს შექმნილი 100-მდე ნამუშევარი. ბოლო პერიოდში ლენტებით ქსოვით დავინტერესდი, რაც ძალიან მომწონს”.

მანანა ამბობს, რომ ქარგვა განტვირთვის საუკეთესო საშუალებაა და ადამიანს შემოქმედებით უნარს უვითარებს. ამბობს, რომ ამის დასტურია მისი სახლი და ეზო, რომელიც მეუღლესთან ერთად დააპროექტა.

“დიდი ოჯახი მაქვს და ბევრი საქმე. როგორც კი თავისუფალი დრო მომეცემა, ვჯდები და ვიწყებ ქარგვას. ჩემი ხელსაქმე ჩემს ქალიშვილებს შევასწავლე და მათაც აქვთ მოკრძალებული გამოფენა. ახლა ვასწავლი შვილიშვილებს. კარგი იქნება, თუ მშობლები ასწავლიან შვილებს და საკუთარ ცოდნას გაუზიარებენ”.

მანანას სიტყვებით, ლამაზი ნამუშევრების დამზადება რთული არ არის და ამას ყველაზე მეტად მონდომება სჭირდება.

“ყვლაფერში სილამაზეს ვეძებ. მეორადი ნივთები ზოგჯერ დამნანებია, არ გადამიყრია და მიმიცია ახალი სიცოცხლე. ამ ნივთებს ჩემი მეგობრები რომ ხედავენ, აღფრთოვანებას ვერ მალავენ. ლამაზი ნამუშევრების გაკეთება არ არის რთული, მთავარია მონდომება. მე პედაგოგთან არ ვმჯდარვარ, ჩემით ვისწავლე ყველაფერი”.

დატოვეთ კომენტარი

ავტორის შესახებ

ანა ჯიოშვილი

ანა ჯიოშვილი არის "მოზაიკას" ჟურნალისტი 2018 წლიდან.