ახალი ამბები

ხანძარი ჩუმათელეთში – დაიწვა სანატორიუმის შენობა 

ჩუმათელეთში, ერთ-ერთი სანატორიუმის შენობა დაიწვა. ხანძრის შესახებ ინფორმაცია ადგილობრივებმა და დამსვენებლებმა სოციალურ ქსელში გაავრცელეს. 

მათი ინფორმაციით, ხანძრის ჩაქრობას შუა დღიდან ცდილობდნენ სახანძრო-სამაშველო ეკიპაჟები. 

“ერთ ვერტმფრენი რა გახდა, 15:00 საათიდან აქრობენ და ვერ ჩააქრეს”, – წერდა ერთი მოქალაქე. 

ადგილობივების ცნობით, ამ დროისთვის ხანძარი ლიკვიდირებულია. 

დატოვეთ კომენტარი