ახალი ამბები

გორში, მშენებარე ობიექტიდან მუშა ჩამოვარდა  

გორში, ერთ-ერთი მშენებარე ობიექტიდნ მუშა ჩამოვარდა, – დაშავებული კლინიკაში გადაიყვანეს. 

არსებული ინფორმაციით, შემთხვევა გორის ცენტრში, ადმინისტრაციული შენობის მიმდებარედ, მშენებარე კორპუსთან მოხდა. 

მამაკაცმა ჩამოვარდნის შედეგად დაზიანება თავის არეში მიიღო. თვითმხილველების ცნობით, მამაკაცს დახმარება ადგილზე გაეწია, შემდეგ კი “გორმედში” გადაიყვანეს. ადგილზე იმყოფებოდა პოლიციაც.

37 წლის მამაკაცი შუბლის ძვლის მოტეხილობით მკურნალობას კლინიკაში განაგრძობს.

დატოვეთ კომენტარი