ახალი ამბები

ბათუმში, სკუტერის დაჯახების შედეგად გორელი ახალგაზრდა დაიღუპა

გორელი ბიჭი, რომელსაც ბათუმში, ზღვაში ბანაობისას სკუტერი დაეჯახა, გარდაიცვალა. 

არსებული ინფორმაციით, მიშო ჯალაბაძე ზღვაში მეგობართან ერთად იმყოფებოდა, რა დროსაც სკუტერი დაეჯახა. 

ექიმების თქმით, იგი სამედიცინო დაწესებულებაში თავის მძიმე დაზიანებით მიიყვანეს. 

მომხდარზე დაწყებულია გამოძიება. 

დატოვეთ კომენტარი