ახალი ამბები

კასპის მერია სააკაძის ძეგლის ქვიშის ჭავლით გაწმენდის ფაქტს უარყოფს

კასპის მერია სააკაძის ძეგლის ქვიშის ჭავლით გაწმენდის ფაქტს უარყოფს. ამის შესახებ უწყებამ განცხადება გამოაქვეყნა, სადაც აღნიშნულია, რომ ძეგლი ბოლოს ერთი წლის წინ გაწმინდეს. 

“დღეს ინტერნეტსივრცეში რამდენიმე მედიასაშუალების მიერ გავრცელდა ყალბი ინფორმაცია კასპში მდებარე გიორგი სააკაძის ძეგლთან დაკავშირებით, თითქოს არასწორად გაწმენდის გამო ფერი შეეცვალა. პოსტში მოცემული ფოტოები ასახავს ძეგლის ამჟამინდელ სახეს. ძეგლი გაიწმინდა გასულ წელს, სპეციალისტების მიერ’, – წერს კასპის მერია. 

დატოვეთ კომენტარი
ტეგები