ახალი ამბები

ხაშურის “ივერიას” მთავარი მწვრთნელის ხელფასი 200 ლარია  

ხაშურის საფეხბურთო გუნდის “ივერიას” მთავარი მწვრთნელის ზურა ლომიძის ხელფასი თვეში 200 ლარია. ეს ინფორმაცია “მოზაიკას” ლომიძემ თავად დაუდატურა. 

“დიახ, 200 ლარია ჩემი ხელფასი, თუმცა ეს მე პრობლემას არ მიქმნის”, – გვითხრა “ივერიის” მთავარმა მწვრთნელმა. 

მისივე თქმით, დაბალი ხელფასი მუშაობაში ხელს არ უშლის. 

“სხვა მიზნები მაქვს. პირველ რიგში, ჩემი ქალაქი მიყვარს. მეორეც, მე გუნდის განვითარებაზე ვფიქრობ. ამის გამო, დაბალი ხელფასი მუშაობაში ხელს არ მიშლის”.

შეგახსენებთ, რომ “ივერია” 4-მა წამყვანმა ფეხბურთელმა დატოვა. 

დატოვეთ კომენტარი

ავტორის შესახებ

ლანდა ბირთველიშვილი

ლანდა ბირთველიშვილი არის "მოზაიკას" ჟურნალისტი