ახალი ამბები

“უპირობო და მატყუარა” – ანსამბლის “ფრესკა” ხელმძღვანელი ლევან გამრეკელს აკრიტიკებს

ხაშურის მუნიციპალიტეტის ცეკვის ანსაბლ “ფრესკას” ხაშურელმა ბიზნესმენმა იტალიაში საერთაშორისო ფესტივალზე წასვლა არ დაუფინანსა, – ამის შესახებ ანსამბლის ხელმძღვანელმა, ელენე რატიანმა გაავრცელა ინფორმაცია და სოციალურ ქსელში ბიზნესმენი გააკრიტიკა. 

“ჩემს ქალაქში, ჩინოსანი (ჯერ პატარა და ვიმედოვნებ სულ ასე იქნება, ვიდრე არ გამოძევდება სახელისუფლებო ორგანოდან), რომელიც წრვილ- წვრილი კეთილი საქმეებით ხალხის მოქრთამას ცდილობს, რომ მერობის კანდიდატი გახდეს”, – ასე ახასიათებს ლევან გამრკელს ანსამბლის ხელმძღვანელი. 

ელენე რატიანი წერს, რომ გამრეკელი, რომელიც ადგილობრივი ბიზნესენი და ხაშურის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილეა, “მატყურა და უპირობოა”. 

“მოგახსენებთ, რომ გახლავთ მატყუარა, უპირობო და გაიძვერა არაკაცი! ყოველთვის შევეწინააღმდეგები იმ მოსაზრებას, რომ ეს ,,კაცი,,მერი გახდეს! კალოშებიდან ბოტასებზე გადასული ფულის მკეთებელი, გამგეობაში რომ შეძვრება ოჯახით, ვერ ხვდებით რა სურს? თვალები გაახილეთ და გონება არ დაიბინდოთ მისი გადმოგდებული ორი გროშით! გამგეობის წინ, ყოველ დღე, აწეული პერანგით მუცელს იფხანს და ამთქნარებს. ასეთი ხელისუფალი გინდათ? დაფიქრდით, ფული არ ასოცირდება ღირსებასთან”,  – წერს ელენე რატიანი.

ხაშურის მერიაში ამბობენ, რომ ანსამბლს საერთაშორისო ფესტივალებს არ უფინანსებენ. 

“ცეკვის ანსაბლი “ფრესკა მუნიციპალური ანსაბლია, მერია საერთაშორისო ფესტივალებს არ აფინანსებს, მხოლოდ პოლონეთის ფესტივალი დააფინანსა მერიამ, საიდანაც ოფიციალური მოწვევა ჰქონდათ”, – განმარტა ნინო სუხიაშვილმა, ხაშურის მერიის პრესსამსახურის ხელმძღვანელმა. 

დატოვეთ კომენტარი

ავტორის შესახებ

ლანდა ბირთველიშვილი

ლანდა ბირთველიშვილი არის "მოზაიკას" ჟურნალისტი