ახალი ამბები

ფხვენისის საჯარო სკოლის ეზოში სკვერი მოეწყობა

გორის მუნიციპალიტეტის ფხვენისის საჯარო სკოლის ეზოში სკვერი მოეწყობა, – ინფორმაციას ამის შესახებ გორის საგანმანათლებლო რესურსცენტრი ავრცელებს. 

“სკვერის მოსაწყობად სამუშაობი უკვე მიმდინარეობს, გაკეთდა სცენა, გაშენდა ვარდების ხეივანი და მოეწყო ბილიკები”, – ნათქვამია ინფორმაციაში. 

რესურცენტრის ცნობით, აღნიშნული სკვერი მოწყობა კომპანიის “კულა” მხარდაჭერით ხორციელდება. 

“ხელოსნებთან ერთად, სამუშაო პროცესში აქტიურად იყო ჩართული სასკოლო საზოგადოება. დარჩენილია განათების დამონტაჟება და სცენის მოპირკეთება. სკვერისთვის საჭირო სკამებს მოსწავლეებს კომპანია „ჩინარი“ გადასცემს”, – ნათქვამია ინფორმაციაში. 


საგანმანათლებლო რესურსცენტრის ცნობით, პროექტი სექტემბრამდე დასრულდება, ახალ სასწავლო წელს კი მოსწავლეები განახლებულ გარემოში შეხვდებიან.

დატოვეთ კომენტარი

ავტორის შესახებ

ლანდა ბირთველიშვილი

ლანდა ბირთველიშვილი არის "მოზაიკას" ჟურნალისტი