ახალი ამბები

გორში არასრულწლოვანის მიმართ გარყვნილი ქმედებისთვის დაკავებულს 16 წელი მიესაჯა 

გორის რაიონულმა სასამართლომ არასრულწლოვნის მიმართ გარყვნილი ქმედებაში ბრალდებულ მამაკაცს 16 წლით პატიმრობა მიუსაჯა. საქმეზე სასამართლომ დღეს იმსჯელა. 

68 წლის მამაკაცი 13 წლის მოზარდის მიმართ ჩადენილი გარყვნილი ქმედებისთვის 9 თვის წინ, გორში დააკავეს. 

პროკურატურის ვერსიით, გამოძიებამ დააგინა, რომ ბრალდებულმა სხვადასხვა დროს,  არასრულწლოვნის მიმართ, ძალადობით და ძალადობის მუქარით  სექსუალური  ხასიათის ქმედება განახორციელა.  

საქმეზე გამოძიება სსკ-ს 138-ე მუხლის მე-4 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით, (სექსუალური ხასიათის სხვაგვარი ქმედება, ჩადენილი ძალადობით და ძალადობის მუქარით, არასრულწლოვნის მიმართ მიმდინარეობდა. 

დატოვეთ კომენტარი

ავტორის შესახებ

ხატია მუმლაძე

ხატია მუმლაძე არის "მოზაიკას" ჟურნალისტი 2018 წლიდან.