ახალი ამბები

ქარელის მერი და საკრებულოს თავჯდომარე თვეში 1 360 ლიტრ საწვავს მოიხმარენ

ქარელის მუნიციპალიტეტის მერი ზაზა გულიაშვილი და საკრებულოს თავჯდომარე ჯუმბერ შუბითიძე თვეში 1 360 ლიტრ საწვავს მოიხმარენ. 

ადგილობრივი ხელისუფლების მიერ დადგენილი ლიმიტების მიხედვით, ქარელის მერი თვეში 800 ლიტრ, ხოლო საკრებულოს თავჯდომარე 560 ლიტრ საწვავს მოიხმარს.

ზაზა გულიაშვილის და ჯუმბერ შუბითიძე ახალი ავტომობილებით სარგებლობენ – “კია საქართველოსთან” 2023 წლის 11 იანვარს გაფორმებული შელშეკრულებით, ადგილობრივმა ხელისუფლებამ ორი ““KIA SELTOS”-ის შესაძენად 136 544 ლარი გადაიხადა. 

ამავე თემაზე: ქარელის მერს და საკრებულოს თავმჯდომარეს ახალი მანქანები მოემსახურებათ

დატოვეთ კომენტარი

ავტორის შესახებ

ლანდა ბირთველიშვილი

ლანდა ბირთველიშვილი არის "მოზაიკას" ჟურნალისტი