ახალი ამბები

“ჩაწყვეტილია დამჭერი” – ხაშურის მერია მოსახლეობას მოუწოდებს, თაგვეთის ხიდით არ ისარგებლოს

სოფელ თაგვეთთან დამაკავშირებელმა ხიდმა მიიღო მცირე დაზიანება – ჩაწყვეტილია დამჭერი, – აცხადებენ ხაშურის მერიაში. 

უწყება მოქალაქეებს აფრთხილებს და მოუწოდებს, რომ  დროებით, აღნიშნული ხიდით სარგებლობისგან თავი შეიკავონ.

“მიმდინარეობს სარეაბილიტაციო სამუშაოები. დაზიანება აღმოფხვრება უახლოეს პერიოდში. გთხოვთ, თავი შეიკავოთ ხიდზე გადაადგილებისგან. დაზიანების აღმოფხვრისთანავე ინფორმაციას გავავრცელებთ დაუყოვნებლივ”, – ნათქვამია განცხადებაში. 

აღსანიშნავია, რომ აღნიშნული ხიდს რეაბილიტაცია 2 წლის წინ ჩაუტარდა. ის მუნიციპალიტეტს სოფლებთან: ქაშვეთთან, კოდიწყაროსთან და თაგვეთთან აკავშირებს. მისი რეაბილიტაციისთვის ადგილობრივი ბიუჯეტიდან 40 000 ლარამდე დაიხარჯა. 

დატოვეთ კომენტარი

ავტორის შესახებ

ხატია მუმლაძე

ხატია მუმლაძე არის "მოზაიკას" ჟურნალისტი 2018 წლიდან.